ka | en
TSU

დირაკ-რარიტა-შვინგერის ტიპის განტოლება დაბალ განზომილებიანი სისტემებისათვის

ავტორი: ირაკლი გიორგაძე
ანოტაცია:

მოცემულ ნაშრომში გაბხილულია 3/2 სპინის მქონე აგზნებები, რომლებიც სავარაუდოდ არსებობენ დაბალგანზომილებიან კონდენსირებულ სისტემებში კვაზინაწილაკების სახით. ამგვარი ტიპის კვაზინაწილაკების ყოფაქცევა აღიწერება დირაკ-რარიტა-შვინგერის განტოლებით, რომელიც განხილულია 2+1 განზომილებიან სივრცე-დროში. დაბალ ენერგეტიკულ რეჟიმში სისტემა შესწავლილია არა-რელატივისტურ ზღვარში, რომლისთვისაც ნაპოვნია ენერგეტიკული სპექტრი და მდგომარეობის ვექტორები. ასევე განხილულია და აღნიშნული სისტემისთვის გამოთვლილია ბერის ბმულობა და ფაზა, რისი მეშვეობითაც გამოთვლილია უილსონის მარყუჟის შესაბამისი მნიშვნელობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com