ავტორიზაცია

ადიგენის რაიონის მიწისქვეშა წყლების ქიმიური კვლევა
ავტორი: თეა ველიჯანაშვილიანოტაცია:
საქართველოში ბუნებრივი წყლებიდან სასმელი დანიშნულებით ძირითადად გამოიყენება მიწისქვეშა წყლები, სუფთა მტკნარი წყალი კი ჯანმრთელობის წინაპირობაა. საქართველოს მრავალ რეგიონში სასმელად გამოიყენება წყარო ან ჭის წყლები. აღნიშნული წყაროები არ არის სათანადოდ დაცული ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენისაგან ამასთან უმეტეს შემთხვევაში სრულიად გამოუკვლეველია ამ წყლების ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემადგენლობა, არ არის დადგენილი მათი სასმელად გამოყენების ვარგისიანობა. სასმელი წყლის დაბინძურება კი რიგი დაავადებების განვითარების მიზეზია. აქედან გამომდინარე ჩვენ მიზნად დავისახეთ გამოგვეკვლია ადიგენის რაიონისა და მისი რამოდენიმე სოფლის წყაროსა და ჭის წყლის ქიმიური შემადგენლობა და განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით დაგვედგინა მათი სასმელად გამოყენების შესაძლებლობა.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომი [ka]ანოტაცია [ka]