ka | en
TSU

ექსიტონი პოშლ-ტელერის კვანტურ პოტენციალურ ორმოში

ავტორი: თეკლე მაჭარაძე
ანოტაცია:

ნახევარგამტარულმა ნანოსტრუქტურებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი ყურადღება მიიქციეს მათი უნიკალური ელექტრული, მაგნიტური, ოპტიკური და სხვ. თვისებების გამო, რომლებიც შეგვიძლია ვმართოთ ამ სტრუქტურების ზომების ცვლილების საშუალებით. ნაშრომში განხილულია ექსიტონი Ga2O3 კვანტურ ჭაში (Quantum Well). შემზღუდავ პოტენციალად აღებულია პოშლ-ტელერის ტიპის პოტენციალი. ექსიტონური მდგომარეობების მისაღებად გამოყენებულია შეშფოთების თეორია. შეშფოთების თეორიის გამოყენების საფუძველს გვაძლევს იქ ფაქტი, რომ სისტემის ჰამილტონიანში იმ მიმართულებით, რომლის გასწვრივაც გვაქვს სივრცული შეზღუდვა დომინანტური წევრები არიან შემზღუდავი პოტენციალები, ხოლო იმ მიმართულებით, სადაც სივრცული შეზღუდვა არ გვაქვს დომინანტური არის კულონური წევრი. ჩვენ დავითვალეთ ერთნაწილაკობრივი ენერგიები ხვრელისთვის და ელექტრონისთვის z შეზღუდული მიმართულებით. (x , y) სიბრტყეში კი ექსიტონის მდგომარეობა აღვწერეთ 2D წყალბადის ამოცანის საფუძველზე. z-მიმართულებით კულონური ურთიერთქმედება გავითვალისწინეთ შეშფოტების თეორიის პირველი მიახლოების ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ ექსიტონის ქუნატურ ჭაში ენერგია მნიშვნელოვნად იზრდება მოცულობით კრისტალთან შედარებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com