ka | en
TSU

ექსიტონი გალიუმის ოქსიდის სფერულ კვანტურ წერტილში

ავტორი: მედეა შვანგირაძე
ანოტაცია:

ნაშრომში შესწავლილია ექსიტონური მდგომარეობები სფერული ფორმის Ga2O3 / GaMgO4 კვანტურ წერტილში. შეფასებულია რადიუსზე დამოკიდებულ ექსიტონის ბმის ენერგია. ძლიერი შეზღუდვის ეფექტის გამო ელექტრონულ ხვრელური კულონური ურთიერთქმედება შეფასებულია შეშფოთების თეორიის ფარგლებში. საწყის ეტაპზე გამოთვლილია ელექტრონისა და ხვრელის ერთნაწილაკოვანი ფუნქციები, შემდეგ კი კულონური წევრი გავითვალისწინეთ პირველი მიახლოების ფარგლებში. შედარების მიზნით შედეგები ასევე მიღებულია პირდაპირი დიაგონალიზაციის მეთოდითაც. გამოთვლებმა აჩვენეს ექსიტონის ბმის ენერგიის ძლიერი დამოკიდებულება კვანტური წერტილის ზომაზე. ბმის ენერგია იცვლებოდა 0.15 ევ-დან 0.06 ევ-მდე ფარგლებში, როცა რადიუსი იცვლება 0.5 ნმ-დან 3 ნმ-მდე. რადიუსის ამ დიაპაზონისთვის ექსიტონის ბმის ენერგია მნიშვნელოვნად აღემატება ბმის ენერგიას მოცულობით კრისტალში (დახლოებით 30 მევ)



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com