ka | en
TSU

რელატივისტური ცენტრიდანული ძალა: ზოგადი ფორმალიზმი და ახალი ამონახსნები

ავტორი: გიორგი ხომერიკი
თანაავტორები: ანდრია როგავა
ანოტაცია:

ჩვენ ვიხილავთ ცენტრიდანულად აჩქარებული რელატივისტური ნაწილაკის მოძრაობას წინასწარ განსაზღვრულ ტრაექტორიაზე (პულსარის მაგნიტური ველის გასწვრივ). ვუშვებთ, რომ ნაწილაკი იმყოფება ნულოვან ლანდაუს დონეზე და არ კარგავს ენერგიას გამოსხივების გამო. ამ მოდელზე დაყრდნობით, ჩვენ ვიხილავთ ცნობილ "მძივი ღეროზე" მექანიკურ მიახლოებას და გამოგვყავს ანალიზური ამონახსნები ნებისმიერი საწყისი პირობებისთვის. ასევე, ვიღებთ ბევრ საინტერესო მოძრაობის რეჟიმს და ვახდენთ მათ კლასიფიკაციას საწყისი პირობების მიხედვით. ნაშრომის ბოლოს განვიხილავთ კვლევის შესაძლო გამოყენებებს სხვადასხვა ასტროფიზიკული ობიექტებისთვის. 



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com