ავტორიზაცია

კომპლექსური სასწავლო ამოცანა გამოყენებითი ელექტრონიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმისათვის
ავტორი: გიორგი კორკოტაძესაკვანძო სიტყვები: ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი
ანოტაცია:
სიგნალებზე დაკვირვებამ, მათმა გენერირებამ, მოდულაციამ შემდეგ და საერთოდაც რადიოს გამოგონებამ ფაქტობრივად გარდამტეხი როლი შეიტანა დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის ზრდის ტემპში, მოცემული ამოცანა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა მსურველმა საკმაოდ ზუსტი წარმოდგენები შეიქმნას რადიოზე, სიგნალების და ინფორმაციის უკაბელო გადაცემას და მისი მუშაობის პრინციპზე. ძირითად მიზანს(დასმულ ამოცანას) წარმოადგენს ის, რომ მოცემული კონსტრუქტორის შესწავლის შემდეგ სტუდენტს ჰქონდეს გამომუშავებული ძირითადი წარმოდეგენბი სიგნალებზე და ინფორმაციის უკაბელო გადაცემაზე. დასმული ამოცანის გადასაწყვეტად გამოყენებულია უკაბელო მკროფონის ნაკრები რომელიც, იძლევა საშუალებას გაშუქდეს ელექტრონიკის სხვადასხვა საკითხი: სენსორი, დაბალი სიხშირის სიგნალის გაძლიერება, მაღალი სიხშირის სიგნალის გენერეაცია და მოდულირება, ანტენების კონტრუირების საკითხი, რადიოსიგნალების გადაცემა და მიღება, სიგნალების დემოდულირება. დასმული ამოცანის გადასაწყვეტად გამოიყენება ერთ-ერთი საუკეთესო კონსტრუქტორი რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მისი ანალიზის შედეგად სტუდენტმა შეძლოს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების დაუფლება. გაერკვეს მათ არსში და შეძლოს გაიოგს თუ რას ნიშნავს ზოგადად რაიოსიგნალი და რა მნიშვნელობის მატარებელია ის. მაგალითისათვის მოცემული კონსტრუქტორი გამოდგება სიგნალების თეორიის კურსში. გაზომვების თვალსაზრისით ყველა სიგნალის და პროცესის ჩვენება შესაძლებელია ოსცილოსკოპით.