ka | en
ავტორიზაცია

მძიმე მეტალების განსაზღვრა ზოგიერთ სანელებლებში ატომურ-აბსორბციული მეთოდის გამოყენებით
ავტორი: რუსუდან ცინცაძეანოტაცია:
ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი მძიმე მეტალების უარყოფით გავლენაზე ადამიანის ორგანიზმში. მძიმე მეტალებით დაბინძურებულია ჰაერი, ნიადაგი, წყალი და შესაბამისად, საკვები პროდუქტები, მათ შორის სანელებლებიც. სანელებლები კი, როგორც ცნობილია, ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეკვლია საქართველოს ტერიტორიაზე ზოგიერთ სანელებლებში მძიმე მეტალების - ტყვიის, კადმიუმის, ქრომის, სპილენძისა და თუთიის შემცველობა ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიული მეთოდით.