ka | en
ავტორიზაცია

სოლიტონური მოდები ოსცილატორთა ბმულ სამჯაჭვოვან სისტემაში და მათი გამოყენება ლოგიკური გეიტების შესაქმნელად
ავტორი: არსენ ეგრისელაშვილისაკვანძო სიტყვები: დისპერსიული თანაფარდობა, ნორმალური მოდა, კონვერტული სოლიტონი, ზღვრული გამტარებლობა
ანოტაცია:
ბმულ დრეკად სისტემებში ლოკალურ შეშფოთებას შეუძლია აღძრას ტალღა. როდესაც გარემო არაწრფივია, ამ დროს აღძრულ ტალღებს გააჩნიათ საინტერესო ფიზიკური თვისებები, რომელთაც საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვეს სხვადასხვა ტექნიკურ დარგებში. ჩვენ განვიხილავთ ბმულ საჯაჭვოვან (ფერმი-პასტა-ულამის ჯაჭვი) სისტემას, რომელში აღძვრული არაწრფივი ტალღების შემთხვევაშიც თავს იჩენს ე.წ. ზღვრული გამტარობის ფენომენი (Supratransmission Phenomena).