ავტორიზაცია

ტრანზიენტული დინებისა და მაგნიტური ველების ფორმირება წონასწორობის კატასტროფული გარდაქმნისას 2-ტემპერატურიან გადაგვარებულ ელექტრონ-იონურ გაზში
ავტორი: ეკატერინე დადიანიანოტაცია:
ვაჩვენეთ, რომ მაგნიტო-სითხური ბმებით გარანტირებულია კატასტროფული გარდაქმნები ენერგიების ტრანსფორმაციებისათვის რელატივისტურ 2-ტემპერატურიან კვაზი-ნეიტრალურ გადაგვარებულ ელექტრონ-იონურ გაზში, შედგენილი უძრავი კლასიკური იონებისგან (i), და ორი რელატივისტური ელექტრონის სახეობისგან - მთავარი წილი ძლიერად გადაგვარებული ელეტრონული გაზი ‘d’ (degenerate) და მცირე წილი კლასიკური რელატივისტური ‘h’ (hot) ელექტრონების. ჩვენს კომპლექსურ რელატივისტურ სამ-სითხოვან სისტემაში 2-ტემპერატურიანი ელექტრონებით ცხადად გამოჩნდა ენერგიის ტრანსფორმაციების გამომწვევი მიზეზების დამოკიდებულება არა მხოლოდ წონასწორული სისტემის საწყისი მდგომარეობებზე (სპირალობები და ენერგია), არამედ შემადგენელი კომპონენტების ტემპერატურასა და სიმკვრივეზეც. მივიღეთ, რომ სისტემის სრული საწყისი მდგომარეობა განსაზღვრავს მისი რელაქსაციისას მიღებულ საბოლოო წონასწორულ მდგომარეობას. მაგნიტო-სითხურ ბმების მახასიათებელი ბელტრამის პარამეტრები განისაზღვრებიან რთული შედგენილი სისტემის სპირალობებით, რომლებიც დინამიურ სიტუაციაში შეიძლება შეიცვალონ. შესაბამისად, შესაძლებელია სისტემის ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე ეს პარამეტრები ხელსაყრელ დიაპაზონში აღმოჩნდნენ მძლავრი დინების / მაგნიტური ველის გენერირებისათვის.