ka | en
TSU

ფეთქებადი პროცესები და მძლავრი ამოფრქვევები ასტროფიზიკურ ობიექტებში გადაგვარებული ელექტრონ-პოზიტრონული გაზით

ავტორი: თინათინ ცისკარიძე
ანოტაცია:

მოცემულ ნაშრომში ვაკვირდებით ფეთქებად პროცესებსა და მძლავრ ამოფრქვევებს ასტროფიზიკურ ობიექტებში გადაგვარებული ელექტრონ-პოზიტრონული გაზით. შევისწვალით წონასწორობის კატასტოფული გარდაქმნისას მაგნიტური ველისა და მძლვრი დინებების გენერირებას მკვრივი ორსითხოვანი ასტროფიზიკური ობიექტისათვის, როგორიც დაიმზირება მაგალითად, გამა გამოსხივების ამოფრქვევებში (gamma ray bursts). ხსენებულ ობიექტებში დაიმზირება ძლიერი ვექტორული ველები (სიჩქარის, მაგნიტური), რომელთა ენერგიების საბოლოო ურთიერთგარდაქმნა ხსნის მძლავრი დინებისა თუ მაგნიტური ველების სწრაფ ფორმირებას. მძლავრი დინების/გარედინების/ამოფრქვევას ფორმირებას წინ უძღვის სტრუქტურის რღვევა, კოლაფსირება წონასწორობის კატასტროფული რელაქსაციისას (აფეთქება). აღსანიშნავია, რომ ჩვენს რელატივისტურ გადაგვარებულ ორ-სითხოვან მოდელში ცხადად ჩანს ენერგიის ტრანსფორმაციების გამომწვევი მიზეზების მკვეთრი დამოკიდებულება გადაგვარების დონეზე (სიმკვრივეზე), რაც არ გვქონდა კლასიკურ ელექტრონ-იონურ შემთხვევაში. ეს დამოკიდებულება სასიკეთოცაა ასტროფიზიკურად დამზერილი მახასიათებელი პარამეტრების შესადარებლად თეორიული მოდელიდან მიღებულ შედეგებთან / ასევე მათ წინასწარ განსასაზღვრავადაც.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com