ka | en
TSU

ოზონის იაფფასიანი სენსორის გამოცდა ატმოსფეროს ანალიზებისთვის

ავტორი: ნინო მაჭარაშვილი
ანოტაცია:

ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელობა დედამიწაზე შეუფასებელია ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა მთელს მსოფლიოში. ტექნიკური პროგრესიის შესაბამისად მავნე გამონაბოლქვთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. ცალკეულ კომპონენტთა კონცენტრაციები ბევრად აღემატება ზღვრულ დასაშვებ ნორმას. ეს პრობლემა განსაკუთრებით კი შეინიშნება ურბანულ ქვეყნებში. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთერთი წყაროა ავტომანქანების გამონაბოლქვი. ძრავი მუშაობისას გამოიყოფა მრავალი ტოქსიკური აირი. ნაშრომის ძირითადი მიზანია: გამოიცადოს ოზონის იაფფასიანი სენსორის ვარგისიანობა ატმოსფეროს ანალიზისათვის. იმისთვის, რომ დადგენილ იქნას რამდენად ზუსტად ზომავს სენსორი, მისი მონაცემების შედარება ხდება online მონაცემებთან. კვლევისთვის გამოყენებული იქნა Alphasense-ის წარმოების ოზონის სენსორი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახდენდა მონაცემების ჩაწერას. ანალიზები ჩატარებულ იქნა ლაბორატორიაში Eco Physics CLD 870 TR ანალიზატორით (აზოტის ოქსიდები). ანალიზის მეთოდს წარმოადგენდა აზოტის ოქსიდების (NO, NO2-ჯამურად NOx) განსაზღვრა O3-თან ქემილუმინესცენციით. ნაშრომი შესრულებულ იქნა SMART|AtmoSim_LAB-ის ბაზაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com