ka | en
TSU

ქართული პოპულაციის ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში CYP გენის CYP2A6*1 და CYP2A6*4 ალელების სიხშირის დადგენა და ლიმფოციტების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება

ავტორი: შორენა გოგოლაძე
საკვანძო სიტყვები: CYP2A6 *1 და CYP2A6*4 გენოტიპირება, სმარტ-ამპლიფიკაცია, ფილტვის კიბო, პერსონალიზებული მედიცინა, რიბოსომული ცისტრონები.
ანოტაცია:

ანოტაცია ფილტვის კიბო (ფკ) თანამედროვე მსოფლიოში აქტუალურ სოციალურ და ბიოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. იგი მაღალი სიხშირით გავრცელებადი ავთვისებიანი სიმსივნეა და ონკოლოგიური დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი. შემთხვევათა უდიდეს უმრავლესობაში ფკ-ს ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს თამბაქოს მოხმარება - მწეველობა წარმოადგენს. თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი ძირითადი ნივთიერება - ნიკოტინი მეტაბოლიზდება პირველად მეტაბოლიტად - კოტინინად რასაც აკატალიზებს ციტოქრომ P-450 ოჯახში შემავალი ერთ-ერთი ფერმენტი CYP2A6. ეს ფერმენტი პასუხისმგებელია თამბაქო-სპეციფიკური ნიტროზამინის (ფილტვ-სპეციფიკური პოტენციური კანცეროგენის) მეტაბოლურ აქტივაციაზე. გენის მუტაციებით განპირობებული CYP2A6-ის აქტივობის გენეტიკური ვარიაციები - CYP2A6*1 (აქტიური მეტაბოლიზატორი)და CYP2A6*4 (ფერმენტის სრული ინაქტივაცია) განაპირობებენ ორგანიზმში მიმდინარე ნიკოტინისა და ნიტროზოამინის მეტაბოლიზმისა და აქტივაციის განსხვვებულ სიჩქარეს. ნაჩვენებია, რომ ამ ალელთა სიხშირეები ვარირებენ რასობრივ/ეთნიკურ ჯგუფებსა და პოპულაციებში. ამავდროულად, მითითებულია პოპულაციებში მათი გამოვლენის მნიშვნელობა პრევენტული მედიცინისათვის. ფილტვის კიბოს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების შემთვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმუნური სისტემის ისეთი მნიშვნელოვანი შემადგენლის კვლევა, როგორც ლიმფოციტების ფუნქციური მდგომარეობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზნებს წარმოადგენდა: ერთი მხრივ - CYP2A6*1და CYP2A6*4 ალელების სიხშირის გამოვლენა ქართული პოიპულაციის ჯანმრთელ და ფკ-თი დაავადებულ ინდივიდებში (რაც საქართველოში პირველად ჩატარდა). და, მეორე მხრივ - ლიმფოციტების მეტაბოლური აქტივობის დონის განსაზღვრა ფკ-თი დაავადებულებში. კვლევის მასალად გამოყენებული იყო ქართული პოპულაციის კლინიკურად ჯანმრთელ მწეველ და არამწეველ ინდივიდთა და ფკ-თი დაავადებულების პერიფერიული სისხლი და ლიმფოციტური კულტურების უჯრედები. გენოტიპირებისათვის- CYP2A6*1და CYP2A6*4 ალელების გამოსავლენად გამოყენებული იყო იზოთერმულ სმარტ-ამპლიფიკაციაზედაფუძნებული მეთოდი (SmartAmp-2); ფკ-თი დაავადებულთა ლიმფოციტების მეტაბოლური აქტივობა შეფასდა აქტიურ რიბოსომულ გენთა შემცველი Ag+აკროცენტრული ქრომოსომების აღრიცხვის გზით. ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ: ქართული პოპულაცია ზოგადად ხასიათდება ნიკოტინის აქტიურად მეტაბოლიზატორიCYP2A6*1 ალელის მკვეთრად მაღალი სიხშირით CYP2A6*4 ალელთან შედარებით და ამ მაჩვენებლის მიხედვით უფრო ახლოს დგას აზიურ პოპულაციებთან ქართული პოპულაციის ფილტვის კიბოთი დაავადებულებისათვის დამახასიათებელია CYP2A6*1 ალელის სიხშირის მკვეთრი ზრდა ჯანმრთელ ინდივიდთა მაჩვენებელთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ალელის განსაკუთრებულ როლს კიბოს განვითარებაში და ქართულ პოლულაციას კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე პოპულაციებთან აახლოებს. ქართული პოპულაციის ფილტვის კიბოთი დაავადებულ ინდივიდთა ლიმფოციტები გაზრდილი გენომური არასტაბილობის ფონზე ინარჩუნებენ მეტაბოლური აქტივობას, რაც რიბოსომული გენების შემცველ აკროცენტრიკთა მაღალი ასოციაციური აქტივობით დასტურდება. ფკ-თი დაავადებულ ინდივიდთა ლიმფოციტები ხასიათდებიან აგრეთვე სპეციფიკურობით აქტიურ ბირთვაკის ორგანიზატორთა განაწილების მიხედვით, რაც მე-15 ქრომოსომის გაზრდილ ასოციაციურ აქტივობაში გამოიხატება.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com