ავტორიზაცია

ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების კანისტრებში შეგროვების შედეგების შედარება ონლაინ ანალიზებთან
ავტორი: ცირა შალაშვილიანოტაცია:
ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა, ატმოსფერული ნიმუშების ბალონებში შეგროვება, მიღებული შედეგების შედარება ონლაინ ანალიზებთან და 4 ტიპის (Alphasense) სენსორების შედეგებთან (NO, NO2, CO, CO2). ზუსტი გაზომვებისთვის მნიშვნელოვანია სინჯის სწორად აღება, ამიტომ საჭიროა ჰაერის ნაკადის სიჩქარე ძალზედ არ იცვლებოდეს დროში ნიმუშის აღების განმავლობაში. ექსპერიმენტში ჰაერის ნაკადის შეზღუდვისთვის გამოვიყენეთ გაზური ქრომატოგრაფიის კაპილარული სვეტის ნაჭერი. აღნიშნული მეთოდი ახალი დანერგილია პრაქტიკაში. კვლევები ტარდებოდა ლაბორატორიაში, რადგანაც ატმოსფერული ჰაერი ნაკლებად ცვალებადია. აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგებს კი ვადარებდით მუდმივ რეჟიმში გაზომილ ონლაინ მონაცემებთან. ბალონების შევსების სიჩქარის შესწავლის შემდგომ მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე ნიმუშის ასაღებად შევარჩიეთ დროის მონაკვეთი, როცა ნიმუშის შევსების სიჩქარე იყო თანაბარი. კვლევები ჩატარებული იქნა 30 სმ-იანი კაპილარის ნაჭრით, ნიმუშების შეგროვება ხდებოდა 30 წუთის განმავლობაში და შემდგომ ვადარებდით ონლაინ მონაცემებს. ხელსაწყოებიდან გამოვიყენეთ ECO Physics წარმოების NOx ანალიზატორი CLD 780 TR. მეთოდის მიზანი იყო აზოტის ოქსიდების განსაზღვრა O3 -თან ქემილუმინესცენციით. მეთანს (CH4) და ნახშირბადის ოქსიდებს (CO,CO2) ვსაზღვრავდით PICARRO G2401 CRDS ანალიზატორით, ოპტიკური ღრუს სპექტროსკოპიის მეთოდით.