ka | en
TSU

ნახშირბადის მონოქსიდის იაფფასიანი სენსორის ვარგისიანობის გამოცდა ატმოსფეროს ანალიზებისთვის

ავტორი: მარიამ ლაზარიაშვილი
ანოტაცია:

ატმოსფერული ჰაერი ცოცხალი ორგანიზმებისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ტექნიკური რევოლუციის პირობებში მსოფლიოში ყველაზე აქტუალური საკითხია გარემოს დაცვა. ადამიანის ანთროპოლოგიური მოქმედების შედეგად გარემოში დიდი რაოდენობით მავნე და მომწამვლელი აირები გაიფრქვევა. თითოეული კომპონენტის კონცენტრაცია ბევრად აღემატება ზღვრულ დასაშვებ ნორმას მსოფლიოს უდიდეს ქალაქებსა და იმ ადგილებში, სადაც განვითარებულია მძიმე და ქიმიური მრეწველობა. მთელს მსოფლიოში და ჩვენთან საქართველოშიც მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი. მონიტორინგი ტარდება სხვადასხვა ხელსაწყო-დანადგარებით. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთერთი წყაროა ავტომანქანების გამონაბოლქვი. ძრავი მუშაობისას გამოიყოფა მრავალი ტოქსიკური აირი, რომელთაგანაც უმნიშვნელვანესია CO. ჩემი ნაშრომის ძირითადი მიზანია: გამოიცადოს ნახშირბადის მონოქსიდის იაფფასიანი სენსორის ვარგისიანობა ატმოსფეროს ანალიზისათვის. იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად ზუსტად ზომავს სენსორი, მისი მონაცემების შედარება ხდება online მონაცემებთან. გარდა ამისა ნახშირბადის ოქსიდების (CO, CO2) და მეთანის განსაზღვრა ხდება Picaro 2401 CRDS ანალიზატორით. კვლევები შესრულდა უნივერსიტეტის SMART|AtmoSim_LAB-ის ბაზაზე Alphasense-ის წარმოების ორი სენსორით. ერთი სენსორი მიმაგრებული მილით ჰაერის ნაკადს აწვდის ხელსაწყოს, ამიტომ ახლოსაა online მონაცემებთან. მეორე სენსორი კი უშუალოდ ეხება ჰაერს, ამიტომ გვაძლევს განსხვავებულეგს. მიღებული შედეგების ანალიზით ვადგენთ სენსორის ვარგისიანობას. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com