ka | en
TSU

დაპროგრამება Raspberry Pi-ზე

ავტორი: ანა გვენცაძე
თანაავტორები: ლია ხარაზიშვილი,დემეტრე ძმანაშვილი,ნოდარი ალექსაშვილი
საკვანძო სიტყვები: საგანმანათლებლო საიტი, Raspberry Pi
ანოტაცია:

დღესდღეობით ტექნოლოგიების სამყარო განიცდის სწრაფ ცვლილებებს. ამის მიზეზია მზარდი მოთხოვნა მოქნილ ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც აღჭურვილნი არიან მრავალი ფუნქციით. მინი კომპიუტერი Raspberry Pi (RPi) უდავოდ შეგვიძლია მივაკუთვნოთ იმ ინჟინერულ მიღწევას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს მრავალი შესაძლებლობით. განსაკუთრებით პოპულარულია RPi-ის გამოყენება გარეგანი მოწყობილობების დისტანციურ მართვასა და რობოტიკაში. შესაბამისად, აქტუალური ხდება RPi-ის ათვისება და მასზე დაპროგრამების შესწავლა. მაშასადამე, მიზანშეწონილია შეიქმნას საგანმანათლებლო ვებ საიტი, რომელიც ასწავლის მომხმარებელს რეალური მინი-პროექტების შექმნას RPi-ის გამოყენებით. იგეგმება, რომ ზემოხსენებულმა საიტმა მოიცვას ვიდეო გაკვეთილები, თეორიული მასალები და ფორუმი სტუდენტთან უკუკავშირისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com