ka | en
TSU

ციფრული სამზარეულო

ავტორი: ანინო ზარიძე
თანაავტორები: ანა თეზელაშვილი, თინიკო კობიაშვილი, ვახტანგ მუსხელიშვილი, გეორგი ბერიძე
საკვანძო სიტყვები: ციფრული, ციფრული სამზარეულო, ოფისი, ლანჩი, კვება, ჯანსაღი კვება
ანოტაცია:

დღეს კომპანიათა დაახლოებით 90% მუშაობს ოფისებში. თანამედროვე სტანდარტებით გარემო, რომელსაც დამსაქმებელი თანამშრომელს სთავაზობს , მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული კადრის კომფორტზე. მაგალითისთვის ავიღოთ, ისეთი დიდი კომპანიები , როგორიცაა Google , საკუთარ მუშა ხელს საშუალებას აძლევს განტვირთვად, თავისუფალ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში იმუშაოს. ცხადია, დიდი კომპანიების მიერ დანერგილ ტენდენციებს, შედარებით უფრო პატარა ორგანიზაციები მოდელად იყენებენ, რამდენადაც მათ შესაძლებლობებს გაწვდება. ჩვენი პროექტიც სწორად თანამშრომლისთვის კომფორტის შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე , სამსახურის დროს კვებაზე , არის დაფუძნებული. ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი მუშაობს ამა თუ იმ კომპანიაში, მაგრამ მიუხედავად კომპანიისა ყველას გვიწევს საოფისე პირობებში მუშაობა, სადაც თითოეულ თანამშრომელს ესაჭიროება კვება, რომელიც ხშირად უკავშირდება სხვადასხვა დაწესებულებიდან საკვების ერთობლივ გამოძახებას. სწორედ აქედან გამომდინარე, საკუთარმა გამოცდილებამ დაგვანახა პრობლემის არსებობა. ვფიქრობთ, ერთი თანამშრომლის მიერ ინფორმაციის შეგროვება სხვა თანამშრომლებზე, თუ ვის რისი ჭამა უნდა და რა იქნება გაწეული ხარჯი და შემდეგ თანხის ცალ-ცალკე ერთ ანგარიშზე ჩარიცხვა, არც თუ ისე კომფორტულია, ამიტომ ჩვენი პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ პროცესებს და ნაკლებ დროს დაახარჯინებს თითოეულ თანამშრომელს. მიზნების მისაღწევად ჩვენ გამოვიყენეთ შემდეგი ტექნოლოგიები: Front-End -ის მხარეს - ReactJS ბიბლიოთეკა; Back-End - ის მხარეს Flask ფრეიმვორკი; Scrapy - სკრაპინგისა და მონაცემების ამოღება/დამუშავებისთვის; PostgreSQL და ElasticSearch - მონაცემთა ბაზებისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com