ავტორიზაცია

ბაქტერიების გამრავლების სპეციფიურობა და მასზე მოქმედი ფაქტორები
ავტორი: მარიამ მძინარაშვილიანოტაცია:
ჩატარებული ექსპერიმენტებისა და მიღებული შედეგების საფუძველზე დავადგინეთ, რომ E.coli ბაქტერის გამრავლების ერთ-ერთი ე.წ. სტაციონარული ეტაპი არის მეტად საინტერესო ბაქტერიების ცხოველქმედობის თვალსაზრისით. კერძოდ, დავადგინეთ, რომ გამრავლების სტაციონარულ ეტაპის მიღწევისას ყალიბდება E.coli ბაქტერიის რამდენიმე განსხვავებული ტიპები, რომლებიც არიან განსხვავებული თვისების მატარებელი. მხედველობაშია ის გარემოება, რომ თუ სტაციონარულ ეტაპის მიღწევის დასაწყისშივე ავიღებთ ბაქტერიულ კულტურას (ე.წ. ღამის კულტურა) და მოვახდენთ მის გადატანას LB ბულიონში მივიღებთ იმას, რომ ბაქტერიის გამრავლების ე.წ. Lag ეტაპის დამახასიათებელი მრუდი იქნება მარტივი S მსგავსი. თუ შევადარებთ ბაქტერიის Lag ფაზას ოღონდ სტაციონარული რეჟიმიდან რამდენიმე დღის შემდეგ (მეტი ვიდრე 2 დღე) მივიღებთ მეტად რთულ, რამდენიმე ეტაპიან საწყის Lag ფაზას, რაც მიეთითებს იმაზე, რომ ეს პროცესი არ არის ისეთი მარტივი, როგორც ლიტერატურაშია მოცემული. არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომლითაც აიხსნება Lag ფაზის ასეთი რთული ფორმა