ავტორიზაცია

უსაფრთხო კომუნიკაციის ახალი მეთოდი
ავტორი: სალომე შეყილაძეთანაავტორები: გიგია აფციაური, დავით ხანჯალაძე
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ნეირონული ქსელები, მანქანური სწავლება, დაცული კომუნიკაცია, სამესიჯო პროგრამული უზრუნველყოფა, კრიფტოგრაფია
ანოტაცია:
დღეს, როდესაც სოციალურ ქსელებსა და ვირტუალურ მიმოწერას ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავიათ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირადი საუბრების, სურათებისა თუ მნიშვნელოვანი საბუთების დაცულობას, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთში მიმოცვლიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უსაფრთხო კომუნიკაციის მეთოდი, რასაც გვთავაზობს კრიფტოგრაფია. მიუხედავად დაცვის მრავალი გზისა, მრავალი მიმოწერის აპლიკაცია არ იყენებს ინფორმაციის დაშიფვრის ალგორითმებს, შესაბამისად არსებობს მოთხოვნა ისეთ აპლიკაციებზე, სადაც მიმოწერა იქნება სრულიად უსაფრთხო. პროექტის მთავარი მიზანია 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი საკითხი - დაცული კომუნიკაცია - გადაჭრას არა უკვე ნაცნობი კრიფტოგრაფიული ალგორითმებით, არამედ GAN(Generative Adversarial Network)-ის მეშვეობით. ჩვენ შევქმენით სამესიჯო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში კომუნიკაცია იქნება დაცული და ინფორმაციის შიფრირებისთვის დავაიმპლემენტირეთ მოდელი, რომელიც „ისწავლის“ ინფორმაციის კოდიფიცირებას კრიფტოგრაფიული ალგორითმების ცნობის გარეშე ისე, რომ დაცული იყოს კონფიდენციალურობის ნორმები და მესამე პირისთვის ინფორმაცია იყოს მიუწვდომელი.