ka | en
TSU

ნაპროქსენისა და ფენოპროფენის ენანტიომერების დაყოფის შესწავლა სილიკაგელზე ამილოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის დაფენით და კოვალენტური იმობილიზაციით მომზადებულ ქირალურ სვეტებზე

ავტორი: ანა ჩოხელი
თანაავტორები: გვანცა შეყლაშვლი, მარიამ მაისურაძე
საკვანძო სიტყვები: ქრომატოგრაფია, ენენტიომერი, ელუირების რიგი, ქირალური სელექტორი
ანოტაცია:

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა არილპროპიონის მჟავას ზოგიერთი ნაწარმის ენანტიომერების დაყოფის თავისებურებების შედარება იმობილიზებული და დაფენილი სვეტებისათვის. ასევე ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ენანტიომერების ელუირების რიგი. არილპროპიონის მჟავას ნაწარმები ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებათა რიცხვს მიეკუთვნება, ისინი არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები არის. ამ ჯგუფის წამლები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები. ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ენანტიომერებს, როგორც წესი, განსხვავებული ფარმაკოლოგიური და ტოქსიური თვისებები გააჩნია. თერმოდინამიკური პარამეტრების შედარება მოვახდინეთ ერთნაირი ქირალური სელექტორის მქონე დაფენილ და იმობილიზებულ სვეტს შორის. ანალიზები ჩატარდა სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით. გაანალიზებული ნივთიერებების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის სხვაობათა მნიშვნელობები ენანტიომერებისთვის. შევისწავლეთ ენტოპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფა და როგორია ტემპერატურული გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე.


მიმაგრებული ფაილები:

ნაპროქსენისა და ფენოპროფენის ენანტიომერების დაყოფის შესწავლა სილიკაგელზე ამილოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის დაფენით და კოვალენტური იმობილიზაციით მომზადებულ ქირალურ სვეტებზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com