ავტორიზაცია

ჩამდინარე წყლების დაბინძურება მძიმე მეტალებით, გამომწვევი მიზეზები, გარემოზე ზემოქმედება და გასუფთავების გზები
ავტორი: ნინო გაგნიაშვილისაკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, სორბცია, მორდენიტი
ანოტაცია:
მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურება მთელი მსოფლიოს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პერველ რიგში ისინი არიან ჩამდინარე წყლების ერთ- ერთი ყველაზე მდგრადი დამაბინძურებლები. მათი მოხვედრა ჩამდინარე წყლებში იწვევს გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების სხვადასხვა სახის დაზიანებებს. მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეფასდეს ლითონების ტოქსიკურობასთან დაკავშირებული რისკები, რათა ცოცხალი ორგანიზმებისთვის შეიქმნას ჯანსაღი გარემო. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგიდან და წყლებიდან მათი მოცილების პრობლემა. არსებობს დაბინძურებული წყლების გაწმენდის სხვადასხვა მარტივი და ტექნოლოგიური მეთოდი. ამ მეთოდებიდან განსაკუთრებით ყურადსაღებია ადსორბციული და იონმიმოცვლითი მეთოდები სხვადასხვა, მათ შორის ცეოლითური ადსორბრნტების გამოყენებით. ისეთი ფართოდ გავრცელებული და შესწავლილი ბუნებრივი ცეოლითი როგორიცაა კლინოპტილოლითი ინტენსიურად ისწავლება და გამოიყენება როგორც ადსორბენტი მძიმე მეტალების შთანთქმისათვის. ხოლო ბუნებრივი მორდენიტი, წყლების ცეოლითურ გამწმენდებს შორის, ყველაზე ნაკლევბ შესწავლილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია, თავისი უნიკალური ადსორბციული და კათიონმიმოცვლითი თვისებების, თერმო- და ქიმიური მდგრადობის გამო. წარმოდგენილ ნაშრომში წარმოდგენილია მძიმე მეტალების იონების (Cu 2+ , Zn +2 , Pb 2+ ) ადსორბციის შესწავლა ბუნებრივი ცეოლითის - მორდენიტის საწყის, დეკათიონირებულ და კათიონმოდიფიცირებულ ფორმებზე. იონმიმოცვლითი სორბციის შესწავლა განხორციელდა დინამიკურ და სტატიკურ პირობებში.