ka | en
TSU

ალქიმია

ავტორი: სოფიო ჯალაღანია
საკვანძო სიტყვები: ალქიმია, ფილოსოფიური ქვა
ანოტაცია:

ანოტაცია ნაშრომში განხილულია ალქიმიის წარმოშობის ისტორია, ლეგენდები და სხვა მოსაზრებები ამის შესახებ, ასევე ალქიმიკოსთა მსოფლმხედელობა. ის რომ მათი მოძღვრება განსაკუთრებული მისტიკური და ოკულტური ხასიათით გამოირჩეოდა. მაგიური შელოცვებითა და რიტუალებით ისინი ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედებით, იდეალური ჯანმრთელობისა და მარადიული სიცოცხლის მოპოვებას ცდილობდნენ. მათი აზრით, სწორედ ამგვარი დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სუბსტანცია – ფილოსოფიური ქვა(რომლის ძიებით იყო ყველა ალქიმიკოსი დაკავებული), რომელიც ადამიანს მარადიულ ახალგაზრდობას მოუპოვებდა. ნაშრომში ასევე მოცემულია მთელი რიგი სიმბოლოების(ლითონებისა -ასტროლოგიასთან კავშირში თუ საწყისი ელემენტების,ასევე ნიშნები დიდებული საქმეების დასასრულისა , ქიმიური პროცესების თუ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა) აღვნიშვნები და მათი განმარტებები,რომელსაც იყენებდნენ ალქიმიკოსები, რათა უცხო თვალი ვერ ჩაწვდომოდა მათ აზრებსა და მიზნებს. ალქიმია ცნობილი იყო სხვადასხვა კულტურაში. თანამედროვე ისტორიოგრაფია იცნობს ეგვიპტურ, ელინისტურ, ბიზანტიურ, დასავლეთ ევროპულ, არაბულ, ინდურ და ჩინურ ალქიმიას. თემაში მოყვანილია სხვადასხვა ალქიმიკოსის გავლილი გზა და მათ მიერ მიღწეული შედეგები, ასევე როგორი როლი ითამაშა ამ ექსპერიმენტებმა ქიმიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებაში. ალქიმიკოსები საქმიანობას აგრძელებდნენ XVI-XVIII საუკუნეებშიც, თუმცა ამ პერიოდში ალქიმიის პოპულარობა დაეცა.რთულია იმ საზღვრის დადგენა, როდის დამთავრდა ალქიმია და დაიწყო ქიმიის, როგორც რაციონალიზმზე დაფუძნებული სამეცნიერო დარგის განვითარება. ალქიმიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცნიერების განვითარებაში (თუმცა ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა). ალქიმიამ შეითვისა და თავისებურად გადაამუშავა ელინისტური ხანის განსხვავებული კულტები და მოძღვრებანი, რის შედეგადაც გვიანანტიკური ეპოქისა და შუა საუკუნეების კულტურებში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენად იქცა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com