ავტორიზაცია

რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის გავლენა კაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფსიურ განმუხტვებზე ჰიპოკამპში
ავტორი: რუსიკო ანსიანითანაავტორები: ნანული დორეული, ბუციკო ჩხარტიშვილი
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, ნანონაწილაკები, ეპილეფსია, ჰიპოკამპი, ელექტროფიზიოლოგია
ანოტაცია:
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვერცეტინისა და რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის ეფექტების შესწავლა ფონური და კაინის მჟავას ინტრაჰიპოკამპური აპლიკაციით გამოწვეული პასუხების ელექტროფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე ჰიპოკამპის CA1 ველში. კეტამინით ანესთეზირებული და სტერეოტაქსულ აპარატში ფიქსირებული ველური ხაზის ლაბორატორიულ ვირთაგვებში, ხდებოდა მეტალის ტრიპოლარული ელექტროდების ბილატერალური ჩანერგვა, ჰიპოკამპის ნეირონული აქტივობის უნიპოლარული რეგისტრაციისა და ბიპოლარული სტიმულაციის მიზნით. ექსპერიმენტში გამოყენებულ იქნა ერთხელობრივი და წყვილადი სტიმულაციის პროტოკოლი. ფონური აქტივობის რეგისტრაციის შემდეგ, ეპილეფტიფორმული აქტივობის გენერაციის მიზნით მოვახდინეთ კაინის მჟავას ინტრაჰიპოკამპური 5-ჯერადი ინექცია უნილატერალურად (ჰიპოკამპის CA3 ველში). კაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე ქვერცეტინის და ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის ეფექტების შეფასების მიზნით, ვირთაგვას კუდის ვენაში განვახორციელეთ ქვერცეტინის/ქმნნ-ის ინექცია, გარე მაგნიტური ველის (1 ტესლა) 60-წუთიანი ექსპოზიციის პირობებში. ჰიპოკამპის ნეირონული აქტივობის რეგისტრაცია და ანალიზი განხორციელდა კომპიუტერული პროგრამა Chart5.5-ით, მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისთვის კი გამოვიყენეთ პროგრამა PRIZM. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქ-მნნ-ის წინასწარი ადმინისტრაცია სტატისტიკურად სარწმუნოდ ამცირებს კაინის მჟავას ინტრაჰიპოკამპური ინექციით გენერირებული ეპილეფტიფორმული განმუხტვების სიხშიროვან და ამპლიტუდურ მაჩვენებლებს. ცალკე ქვერცეტინი არაეფექტური იყო. დამოუკიდებლად ქვერცეტინი ან ცალკე მაგნიტური ველი მნიშვნელოვნად არ ცვლიდა ჰიპოკამპის ნეირონული აქტივობის ამპლიტუდის და სიხშირის საშუალო მაჩვენებლებს. მნნ-თან დაკავშირებულმა ქვერცეტინმა გამოიწვია ერთხელობრივი გამოწვეული პასუხების შემცირება და წყვილადი გაადვილების სიძლიერის ცვლილება. ეს უკანასკნელი ქ-მნნ-ის პრესინაფსურ ლოკუსზე ზემოქმედების მაჩვენებელია და სავარაუდოდ, უნდა იწვევდეს გლუტამატური ტრანსმისიის პრესინაფსური გამონთავისუფლების ბლოკირებას.
მიმაგრებული ფაილები:
Influence of quercetin-loaded iron nanoparticles on kainic acid-induced epileptiform discharges in the hippocampus [en]რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის გავლენა კაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფსიურ განმუხტვებზე ჰიპოკამპში [ka]