ka | en
TSU

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გეოპარკის შექმნის პოტენციალი

ავტორი: გიორგი ჩართოლანი
საკვანძო სიტყვები: გეოპარკი, გეოლოგია, გეოტურიზმი
ანოტაცია:

გეოპარკის კონცეფცია 1990-იანი წლებიდან ჩნდება. გეოპარკი წარმაოდგენს ერთიან გეოგრაფიულ სივრცეს/ტერიტორიას სადაც საერთაშორისო/ეროვნული მნიშვნელობის გეოლოგიური/გეომორფოლოგიური მემკვიდრეობა და ლანდშაფტები იმართება დაცულობის, განათლებისა და მდგრადი განვითარების ერთიანი კონცეფციით. გეოპარკი იყენებს გეოლოგიურ მემკვიდრეობას ტერიტორიის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ყველა სხვა ასპექტთან დაკავშირებით, რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობერება მათ წინაშე მდგარი ძირითადი საკითხებისადმი როგორიცაა დედამიწის რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილების ეფექტის შემსუბუქება და ბუნებრივი კატასტროფებთან დაკავშირებული რისკების თავიდან არიდება. ამგვარად გეოპარკებს გააჩნია მნიშვნელოვანი როლი საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ, სოციალურ სფეროში და ხელსაყრელნი არიან ეკონომიკური საქმიანობისათვის. გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ მემკვიდრეობას შეუძლიათ სამუშაო ადგილების და ახალი ეკონომიკური აქტივობების შექმნა. ჩვენი კვლევის მიზანია საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაგალითზე გეოპარკის შექმნის შესაძლებლობისა და მნიშვნელობის შეფასება/წარმოჩენა. კვლევის ფარგლებში მოხდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გეოლოგიური, გეომორფოლოგიური მემკვიდრეობის საერთაშორისო, ეროვნულ ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ესთეთიკური და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით შესწავლა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com