ka | en
TSU

როგორ შევქმნა IT პროდუქტი

ავტორი: მარიამ ქარელი
თანაავტორები: იზაბელა ოგანეზოვი,გიორგი ტაბატაძე,ოთარ მაჩალაძე,გიერგ წიფიანი
საკვანძო სიტყვები: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ციფრული პროდუქტები, ვებ აპლიკაცია
ანოტაცია:

პროექტის - „როგორ შევქმნა IT პროდუქტი“ მიზანია შეიქმნას IT პროექტების დიდი ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის. პლატფორმა გათვლილია ნებისმიერი დონის პროგრამისტისთვის, რათა შეისწავლოს უკვე არსებული პროექტები ან გაგვიზიაროს თავისი პროექტის შექმნის ისტორია. ამრიგად, „როგორ შევქმნათ IT პროდუქტი“ არა მარტო გამოცდილების გასაზიარებლად, არამედ IT სფეროში დაინტრესებული ქართულენოვანი ადამიანების კომუნიკაციის დასამყარებლად წარმოდგება. პროექტის ტექნოლოგიურ რეალიზაციას რაც შეეხება, დიდი ყურადღება დავითმეთ ძირითად პროგრამულ ენად Javascript-ის გამოყენებას, როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხარეს. ამიტომაც სერვერულ ტექნოლოგიად გამოვიყენეთ Node.js პლატფორმა, რომელიც საკმაოდ სწრაფია და დღითი დღე უფრო მოთხოვნადი ხდება ვებ-დეველოპმენტის სივრცეში. მომხმარებლის ინფორმაციის შენახვისთვის გამოვიყენეთ არარელაციური მონაცემთა ბაზა MongoDB. კლიენტის მხარე განვახორციელეთ ჯავასკრიპტის ერთ-ერთი ბიბლიოთეკის React.js-ის მეშვეობით. ამ სამივე ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს ჯავასკრიპტი. ამგვარად ჩვენ გამოვიყენეთ ერთი პროგრამული ენა მთლიან სტეკზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com