ka | en
TSU

დიზის სერიის რეგიონული მეტამორფიზმის ფაციესები

ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილი
საკვანძო სიტყვები: დიზის სერია, მეტამორფიზმი, რეგიონული მეტამორფიზმი
ანოტაცია:

ფაუნისტურად დათარიღებული დევონურ-ტრიასული ასაკის დიზის სერია გაშიშვლებულია კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ზემო და ქვემო სვანეთის ფარგლებში. იგი აგებულია უპირატესად ფილიტისებრი ფანებით. სერიაში განვითარებულია შუა იურული ასაკის პოლიფაზური ინტრუზივები. ჩვენი მონაცემებით დიზის სერიის ქანებს განცდილი აქვს რეგიონული მეტამორფიზმი მწვანე ფიქლების ფაციესის ქლორიტ-სერიციტული სუბ-ფაციის პირობებში. მეტამორფული ქანების ამგები მინერალების შედგენილობა შესწავლილია მიკროზონდის გამოყენებით. რეგიონული მეტამორფიზმის ტიპური მინერალური პარაგენეზისებია: Chl0.48 + Ser(Ph) + Ab + Qz ± Tu; Chl0.45 + Ser(Ph)2.01+1.99, 1.3+1.0 + Ab + Qz + Cal; Act0.59 + Phr + Ab + Qz. რეგიონული მერამორფიზმის ტემპერატურა აღწევდა 300-340°С, წნევა ≈2‒2,5კბარი.


მიმაგრებული ფაილები:

დიზის სერიის რეგიონული მეტამორფიზმის ფაციესები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com