ka | en
TSU

საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატური ინდექსების მეშვეობით სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შეფასება

ავტორი: ირაკლი მეგრელიძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, სტიქია, ამინდი, მოდელირება
ანოტაცია:

საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულებში აქტიურად შეინიშნება სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა. აღნიშნული მოვლენების მაპროვიცირებელ ფაქტორად კლიმატის ცვლილება შეიძლება დასახელდეს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) და მონიტორინგისა და ინდექსების სამთავრობათაშორისო კომისიიის ექსპერტთა მიერ შემუშავებული კლიმატის ცვლილების 27 ძირითადი ინდექსის გამოყენებით, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების ნაწილში განხორციელდა კლიმატური მოდელირება, რის საფუძველზეც მომზადდა ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენების ზოგადი პროგნოზი (2041-2070 და 2071-2099 პერიოდისთვის). კლიმატური პარამეტრების ცვლილებების ხასიათი კი შესაძლებლობას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოდ სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გახშირება/გამწვავების ტენდენციები. კლიმატის ცვლილების შეფასებისთვის გამოყენებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილი და არსებული 39 მეტეოროლოგიური სადგურის უკანასკნელი 60 წლიანი პერიოდის მონაცემები. დაკვირვების პუნქტები შერჩეული იქნა საქართველოს ტერიტორიის კლიმატური თავისებურებების ოპტიმალურად გათვალისწინებისა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე. მოდელირების შედეგებმა გვიჩვენა, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში გაზრდილია ატმოსფერული ნალექების რაოდენობა. აგრეთვე, ნავარაუდევია ნალექების რაოდენობების ზრდის ტენდენცია, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში, რაც თავის მხრივ გაზრდის როგორც მეტეოროლოგიური ისე წყლისმიერი სტიქიური პროცესების ინტენსივობას და სიხშირეს.


მიმაგრებული ფაილები:

Assessment of hydrometeorological disastrous events on the territory of Georgia through climatic indices [en]
საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატური ინდექსების მეშვეობით სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შეფასება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com