ka | en
TSU

საქართველოში სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების მართვა COVID-19-ის პირობებში

ავტორი: ნათელა დვალიშვილი
საკვანძო სიტყვები: სამედიცინო, ნარჩენები, მართვა, უტილიზაცია
ანოტაცია:

დღეისათვის საქართველოს გარემოს უსაფრთხოების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ნარჩენების მართვის პოლიტიკის ჰარმონიზაცია ევროპის ნარჩენების მართვის სტანდარტებთან. მეტად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს სახიფათო ნარჩენების მართვა, რომელიც იმყოფება საწყის სტადიაზე. ამჟამად ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების რაოდენობრივი კონტროლი ძალზე ეპიზოდურია, არ ხორციელდება გენერირებული და ძველი დროიდან შემორჩენილი სახიფათო ნარჩენების სრული სპექტრის აღრიცხვა და მონიტორინგი, არ არსებობს მონაცემთა ბაზა მათი რაოდენობის და შემადგენლობის შესახებ, სტატისტიკური მონაცემები და წლიური დინამიკა. რეალურად ქვეყანაში არ არსებობს სახიფათო ნარჩენების ყველა სპექტრის აღრიცხვა/შეგროვების სისტემა და უტილიზაცია/გაუვნებელყოფის ობიექტები. კვლევის მიზანია საქართველოში წამოქმნილი სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის საკითხების შესწავლა და მათი მართვის შეფასება Covid-19-ის პირობებში. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენების ნაწილის უტილიზაცია ხდება ქვეყანაში არსებულ თოთხმეტ ინსინერატორზე, ნაწილი კი სამწუხაროდ უკონტროლოდ იყრება გარემოში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com