ავტორიზაცია

მეთილჰიდროსილოქსანის ჰიდრიდული მიერთების რეაქციები ალილტრიფთორ აცეტატთან, ვინილტრიეთოქსისილანთან და პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები მათ ბაზაზე
ავტორი: თამარ გოქაძესაკვანძო სიტყვები: მეთილჰიდრიდსილოქსანი, ვინილტრიეთოქსისილანი, ალილტრიფთორაცეტატი, პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანა.
ანოტაცია:
პოლისილოქსანები მათი ძალიან დაბალი გამინების ტემპერატურით (მაგალითად პოლი¬დიმეთილსილოქსანისთვის Tg = -123oC) ექსტრემალურად მაღალი თავისუ¬ფალი მოცუ-ლობით და მაღალი სეგმენტალური ძვრადობით წარმოადგენს საუკე¬თესო “მასპინძელს” Li+-იონის გა¬და¬ტანისათვის. მაღალი იონური გამტარობის მეო¬რე აუცილებელი პირობაა პოლიმერში მარი¬ლის მაღალი ხსნადობა, რაც ძალიან ხშირად მიიღწევა ისეთი დონორების წყალობით, როგორიცაა ეთერის ჟანგბადი, ფთორის ჯგუფების ან პოლიმერ ელექტროლიტის იმიდური ჯგუფი მთავარ ჯაჭვში, ან გვერდითა ჯგუფებში. ოლიგო-(ეთილენგლიკოლი), რომელიც ჩანა¬ცვლებულია პოლისი¬ლოქსანით, რო¬გორც იონური გამტარებლობის პოლიმერი “მასპინძელი” ადრე შესწავლილი იყო. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა მეთილსილოქსანური პოლიმერების სინთეზი პროპილ ტრიფტორაცეტატის და ეთილტრეთოქსისილილური ჯგუფებით გვერდით ჯაჭვში. ამ მიზნით, ჩვენს მიერ შესწავლილია პოლიმეთილჰიდროსილოქსანის ჰიდროსილილირების რეაქციები ალილ ტრიფთორაცეტატთან და ვინილტრიეთოქსი¬სილანთან მორეაგირე კომპონენტების 1:28:7 თანაფარდობით კარსტედტის კატალიზატორის თანაობისას. სინთეზირებული პოლიმერებისათვის ჩატარებულ იქნა ინფრაწითელი, 1H, 13C, 19F ბმრ სპექტრული, თერმოგ¬რავიმეტრული, დიფერენციალურ მასკანირებელი, სკანირებადი ელოქტრონულ მიკროსკოპიული და ენერგო დისპერსიული X=სხივური გამოკვლევები. პოლიმერის დოპირებით ლითიუმის მარილებით (ლითიუმტრიფთორმეთანსულფონატის (ტრიფტალატი), ან ლითიუმ-ბის¬(ტრი¬ფთორმეთანსულფონილ)იმი¬დის) და ზოლ-გელური რეაქციებით მიღებულია პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები. შესწავლილია მემბრა-ნების იონური გამტარობა იმპენდანსის მეთოდით.