ka | en
TSU

ხის ნახერხის და ტრიეტოქსისილილირებული სტიროლის ბაზაზე ახალი კომპოზიციური მასალების მიღება და კვლევა

ავტორი: ლევან ლონდარიძე
საკვანძო სიტყვები: კომპოზიტი, სილილირებული სტიროლი, დარტყმითი სიბლანტე, წყალშთანქმა, სიმტკიცე ღუნვაზე.
ანოტაცია:

ხის ნახერხისა და სილილირებული სტიროლის ბაზაზე დამზადებულია ახალი მაღალტექნიკური მახასიათებლების მქონე ეკოლოგიურად სუფთა კომპო¬ზიციური მასალები. აღნიშნული კომპოზიციური მასალები მიღებულია ახალი შემაკავშირებლის ტრიეთოქსისილილირებული სტიროლის ბაზაზე (სხვადასხვა წნევაზე, ტემპერატურაზე). გამოყენებული შემკვრელი ერთდროულად ასრულებს როგორც შემკვრელის, ასევე მაარმირებელი აგენტის როლს. შესწავლილია ახალი კომპოზიციური მასალების ზედაპირული სტრუქტურა მასკანირებელი ელექტრო¬ნული მიკროსკოპიის და ენორგო დისპერსიული X-სხივური მიკრო ანალიზის მეთოდით, თერმული, ფიზიკურ–მექანიკური თვისებები. ნიმუშებზე ჩატარებულია გამოკვლევები: სი¬მტ¬კი¬ცის ზღვარი ღუნვაზე, დარტყმითი სიბლანტე, თერმოგრავი¬მეტრული და წყალშთანთქმის კოეფიციენტი. დადგენილია ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო კომპოზიტების მიღების ოპტიმალური პირობები. მიღებული კომპო¬¬ზიტები ხასიათდებიან მაღალი მექანიკური მახასიათებლებით, თერმომედეგობით, ეკოლოლოგიური სისუფთავითა და დაბალი წყალშთანქთმის უნარით 4%, რაც ერთი რიგით მცირეა არსებულ ხის ბურბუშელოვან ფილების წყალშთანთქმასთან შედარებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com