ka | en
TSU

აგრეგირების ოპერატორებზე დაფუძნებული კოლაბორაციული ფილტრაციის სარეკომენდაციო სისტემა Apache Spark-ის გარემოში

ავტორი: ოლეგ გუგუნავა
საკვანძო სიტყვები: სარეკომენდაციო სისტემა, აგრეგირების ოპერატორები, სპარკი, კოლაბორაციული ფილტრაცია
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია სარეკომენდაციო სისტემის რეალიზაცია აგრეგირების ოპერატორების გამოყენებით Apache spark-ის გარემოში. სისტემაში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნებისაა და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ექსპერტი და მისი ცოდნა. ტექნოლოგიურ წინსვლებთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა დიდ მონაცემებთან გამკლავება. დიდი მონაცემების დამუშავების მიზნით ძებნის ეფექტური მეთოდი გახდა მოთხოვნაზე დამოკიდებული რეკომენდაციის გაცემა. რაც დრო გადის მონაცემები მით უფრო იზრდება და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მსგავსი ტიპის სისტემებზე. ნაშრომში განხილულია კოლაბორაციული ფილტრაციის მეთოდი, რომელიც იყენებს OWA და UNINORM აგრეგირების ოპერატორებს მომხმარებლებს შორის მსგავსების მოდელის ასაგებად. ნაშრომის ძირითადი ამოცანები შეგვიძლია შემდეგნაირად დავყოთ: 1) კოლაბორაციული ფილტრაციის მოდელის შესწავლა და მისი ჰიბრიდული მოდელის შემუშავება აგრეგირების ოპერატორების გამოყენებით. 2) სარეკომენდაციო სისტემის რეალიზაცია (როგორც ალგორითმული, ასევე პროგრამული). 3) კონკრეტულ მაგალითზე სისტემის მუშაობის შედეგების დემონსტრირება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com