ka | en
TSU

კრეატინის გავლენა ანტიაპოპტოზურ პროცესებზე

ავტორი: ალექსანდრე წიკლაური
საკვანძო სიტყვები: კრეატინი, აპოპტოზი, ფსიქო-ემოციური სტრესი, თავის ტვინი, მიტოქონდრიის მეგაარხი, სტრესი, Bax, Bad, Bcl-2.
ანოტაცია:

სტრესი თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის ადაპტაციურ, ქცევით, ფიზიოლოგიურ პასუხებზე.. ამის მიუხედავად, სტრეს-ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. ამ პროცესებისადმი განსაკუთრებულ მგრძობელობას ავლენს თავის ტვინი. ცნობილია, რომ Ca2+-ის რაოდენობრივი ცვლილებები უარყოფითად აისახება უჯრედის ფუნქციონირებაზე, კერძოდ მისი რაოდნეობის მატება განაპირობებს მიტოქონდრიული მეგაარხის (MPTP) ჰიპერაქტივაციას. აღნიშნული ცლილებების სირთულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოძიება, რომლებიც გარკვეულ დამცველობით ფუნქციას შეასრულებენ. ამ ნაერთებს შორის ჩვენი ყუადღება უჯრედში მაღალენერგეტიკული ფოსფატების ტრანსპორტსა და შენახვაში მონაწილე კრეატინმა (α-N-მეთილგუანიდინო აცეტილის მჟავა) მიიპყრო . აქედან გამომდინარე, კვლევის მიზანს წარმოადგენს ხანგრძლივი სოციალური იზოლაციითა და დღე-ღამური ციკლის დარღვევით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში თეთრი ვირთაგვას ჰიპოკამპის უჯრედებში კრეატინის, როგორც ანტიაპოპტოზური ფაქტორის შესწავლა ანუ კრეატინის გავლენა ანტიაპოპტოზურ პროცესებსა და მიტოქონდრიული მეგაარხის ფუნქციონირებაზე. მიღებული მონაცემების გათალისწინებით, ნაჩვენებია, რომ ცირკადული რიტმის ხანგრძლივი დარღვევის შედეგად განვითარებული სტრესის პირობებში ვირთაგვას თავის ტვინის ჰიპოკამპის უჯრედების სიცოცხლისუნრიანი უჯრედების რაოდენობა მცირდება. სტრესის პარალელურად კრეატინის ინტრაპერიტონიალური შეყვანა ზრდის ამ ტიპის უჯრედების რადენობას. ამავდროულად, გამოთქმულია მოსაზრება, რომ სიცოცხლისუნარიანი უჯრედების რაოდენობის შემცირების მიზეზი შესაძლებელია იყოს მიტოქონდრიების მეგაარხის აქტივაციის შედეგად განვითარებული აპოპტოზური პროცესები.


მიმაგრებული ფაილები:

Aleksandre Tsiklauri [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com