ka | en
TSU

ძირულის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის გეოლოგია და შროშის გამარმარილოებული კირქვების საბადო(მინერალოგია, წარმოშობის პირობები და გამოყენების სფეროები)

ავტორი: გიორგი დარჩიაშვილი
ანოტაცია:

ძველი შროშის გამარმარილოებული კირქვების საბადო, როგორც მთელი დასავლეთ საქართველოს ფერადი მარმარილო, მიეკუთვნება კონტაქტ - მეტამორფულ ტიპს, კარბონატული მასალის არასრული გადაკრისტალებით. საბადოს წარმოქმნა დაკავშირებულია ეფუზიურ ვულკანიზმთან, რომელიც ბაიოსში მოხდა. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად მოხდა ლიასური კირქვების გადაკრისტალება. დეკორატიულობისა და შეფერვის შესახებ შეიძლება იტქვას, რომ პირველი გვიანდელი პროცესებით არის განპირობებული, კერძოდ მიწისქვეშა ცივი წყლების ცირკულაციისას ნაპრალებში. ამ წყლებს ერთი ადგილიდან გამოჰქონდათ კალციტი და მეორე ადგილას ლექავდნენ. ამის გამო ნაპრალიანი უბნები ბუდისმაგვარია. ამის შედეგად წარმოიშვა კალციტის ძარრვაკებისა და ბუდეების საოცარი ფორმები, რომელმაც მარმარილოს დეკორატიული სახე მისცა. წითელი ფერი გამარმარილოებული კირქვებისა მასში რკინის ჰიდროჟანგების თანაბარი განაწილებით არის განპირობებული. აღნიშნული მარმარილოს სიმაგრე 3-4 - ს უდრის. კუთრი წონა 2.7 – 2.9 გ/სმ3 , ხოლო სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე 800 – 3000კგ/სმ2. ხასიათდება მცირე წყალშთანთქმით. მაღალი სიმკვრივის გამო მარმარილო კარგად მუშავდება, იხეხება და კრიალდება, მაგრამ ადვილად იშლება მჟავების მოქმედებით და ნაკლებად მედეგია გოგირდოვანი აირებისა და ნახშირორჟანგიანი წყლების მიმართ, რის გამოც ის გამოიყენება მხოლოდ შიდა მოპირკეთებისათვის ფილების სახით, იატაკებისათვის, კიბის საფეხურებისათვის, საფანჯრე რაფებისათვის და სხვა. ის არ ატარებს ელექტრულ დენს და ამის გამო იგი ფართოდ გამოიყენება ელექტროფარებისა და განაწილების პანელების დასამზადებლად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com