ავტორიზაცია

მეწყრული მოვლენების ნიშან-თვისებები, მათი მორფოლოგია და დინამიკა
ავტორი: giorgi mindiashviliსაკვანძო სიტყვები: მეწყერი, მორფოსტრუქტურა, ფერდობი, დინამიკა.
ანოტაცია:
საქართველოსთვის, როგორც მთიანი, რთული რელიეფის მქონე ქვეყნისთვის, აუცილებელია ფერდობებისა და ფერდობის მდგრადობის ხარისხის დადგენა, მოსალოდნელი მეწყრული მოვლენების თავიდან ასაცილებლად და რაციონალური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესარჩევად. ნაშრომში განხილულია მეწყრული მოვლენა, როგორც გეოდინამიკური პროცესის ერთ-ერთი გამოვლინება, მისი მორფოსტრუქტურული ნიშნებით და მოძრაობის ხასიათით, რომელიც მიეკუთვნება გრავიტაციული პროცესების ისეთ ჯგუფს, რომელთა წარმოქმნა დაკავშირებულია ფერდობის გასწვრივ ქანების მასების ნელ მოძრაობასთან. მეწყრის, როგორც გეოდინამიკური პროცესის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია უშუალოდ მეწყრული მოვლენის განსაზღვრა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერდობის სტაბილურობას, ამისათვის აუცილებელია, პირველ რიგში გეოდინამიკური პროცესის შესწავლა, ერთგვარი კანონზომიერების შემუშავება, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის მეწყრული მოვლენის პროგნოზირებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
მეწყრული მოვლენების ნიშან-თვისებები, მათი მორფოლოგია და დინამიკა [ka]Characteristic features of landslides, their morphology and dynamics [en]